ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"ელიტ ელექტრონიქსი" ტექნიკაზე საგარანტიო ვადას ზრდის
08/06/2011

 პრესრელიზი  

8 ივნისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:

ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77  (1407)
 + (995) 77 29 80 58      
gogoladze_i@elitelectronics.ge
http://www.elitelectronics.ge/
 

"ელიტ ელექტრონიქსი" ტექნიკაზე საგარანტიო ვადას ზრდის

დღეიდან "ელიტ ელექტრონიქსის" მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ბოშის და გორენიეს ნებისმიერი ტექნიკა 2 ნაცვლად 4 წლიანი საგარანტიო პირობით შეიძინოს. კომპანია საგარანტიო ვადას ქსელში წარმოდგენილ სხვა ცნობილ ბრენდებზეც აორმაგებს და 1 წლიან ვადას 2 წლამდე ზრდის.

-  "ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებაზე. ქსელში თითქმის ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა აქციები, როგორც ფასდაკლების, ისე სპეც ფასებისა თუ საჩუქრების სახით. ამჯერად საზოგადოებას შედარებით განსხვავებულ წინადადებას ვთავაზობთ და ჩვენი მომხმარებლებისთვის გაყიდვის შემდგომ  მომსახურებას ვაუმჯობესებთ. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების და მომწოდებლების აქტიური მხარდაჭერის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენთან წარმოდგენილი თითქმის ყველა ბრენდის, ნებისმიერი დასახელების პროდუქტზე,  საგარანტი ვადა გავაორმაგეთ " - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ია გოგოლაძე.

წაკითხულია: 2588